Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA ჩაკირს არ დასჯის…

UEFA-მ თურქი არბიტრი  ჯუნეთ ჩაკირი გერმანია – რუმინეთის მატჩის მსაჯად დანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანი – ატლეტიკოს შეხვედრაში მომხდარი ინციდენტების გამო, UEFA მის დასჯარ არ აპირებს.

გასულ კვირას ჩაკირმა საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის შეხვედრის ბოლო წუთზე დანიშნული 11-მეტრიანი, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, არ უნდა დანიშნულიყო.

იტალიაში ბევრი სპეციალისტი თუ მსაჯი ვარაუდობდა, რომ UEFA თურქ არბიტრს დისკვალიფიკაციას მიუსჯიდა, თუმცა ჩაკირი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანია – რუმინეთის მატჩში იმსაჯებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მას არანაირი სასჯელის მოხდა დაშვებული შეცდომების გამო არ მოუწევს.

ჩაკირისგან განსხვავებით, UEFA-მ დასაჯა აბდულკადირ ბიტიგენი, რომელიც მილანი – ატლეტიკოს მატჩში VAR-ზე მუშაობდა.