Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA-მ ინტერს მაისურიდან რამდენიმე ელემენტის მოშორება მოსთხოვა

UEFA-ს მოთხოვნით ინტერს მეორე ფორმაზე გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწია.

პირველი ცვლილება გუნდის ისტორიულ სიმბოლოს გველს, იგივე Biscione-ს შეეხება, რომელიც მაისურზე გამოსახული საერთოდ აღარ იქნება.

ნერაძური ასევე მოუწია მაისურის მთავარი სპონსორის Socios-ის მოშორება, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. გუნდის მაისურის წინა მხარეს მხოლოდ ‘$INTER Fan Token’-ის წარწერა დარჩება.

აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე იქნება და სერია ა-ში ინტერს ამ სეზონის ტრადიციული ფორმები ეცმევა.