Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA-ს პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

UEFA-ს პრეზიდენტმა ალქსანდრ ჩეფერინიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დროს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის გამოც UEFA-ს წილისყრის განმეორება მოუწია, რამაც არაერთი გრანდის პროტესტი გამოიწვია.

„სამწუხაროდ პროგრამას გარკვეული პრობლემა შეექმნა. UEFA პროგრამის ავტორებს დაუკავშირდა და გადაწყდა, რომ წილისყრა ახლიდან ჩატარებულიყო, რადგან ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით, როდის აურია პროგრამამ.

„ჩვენი გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო და არ ვფიქრობ, რომ ამას რაიმე შედეგები მოყვება. რა თქმა უნდა, ეს UEFA-ს შეცდომა იყო, მაგრამ ეს არა ადამიანური, არამედ პროგრამული შეცდომა იყო. შესაძლოა მომავალში პროგრამებს უფრო ნაკლებად ვენდოთ და ადამიანები მეტად გამოვიყენოთ.“