Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA Fair Play-ს წესს ცვლის

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, UEFA ფინანსური Fair Play-ს წესის შეცვლას აპირებს და დახარჯულ თანხებზე დაწესებული შეზღუდვების ნაცვლად, მომავალში გუნდებს სახელფასო ჭერი ექნებათ, რომლის გადაცდენის შემთხვევაში მათ სერიოზული ფულადი ჯარიმები დაეკისრებათ.

The Times-ის მტკიცებით, გუნდებს უფლება მიეცემათ, რომ კლუბის საერთო შემოსავლის 70 პროცენტი ფეხბურთელების ხელფასებში დახარჯოს.

პანდემიის შემდეგ Fair Play-ს შეზღუდვების შემცირების გამო, მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს დარმა გუნდებმა ისარგებლეს და თ სიტიმ ჯეკ გრელიშის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტი გადაიხადა, პსჟ-მ ევროპის გამორჩეული ფეხბურთელების უფასოდ დამატება მოახერხა, თუმცა მათ კოლოსალურ ხელფასებს უხდის, რაც ახალი რეგულაციების მიხედვით ვეღარ მოხდება.

წყაროს ინფორმაციით, UEFA-ს აღნიშნული წესის მიღება მომდევნო თვეში სურს, რომელიც ძალაში 2022-23 წლების სეზონის დასაწყისში შევა.