Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA Serie A-ს და სხვა ჩემპიონატების წარმომადგენლებს დღეს შეხვდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შვეიცარიაში, UEFA-ს სათაო ოფისში დღეს UEFA-ს, FIFA-ს, ლა ლიგის, პრემიერ ლიგის და სერია ა-ს წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რომლებმაც Super League-ს შექმნა კატეგორიულად დაგმეს და მხარეები შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ.

FIFA-მ და UEFA-მ უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ არც ერთი გუნდი თუ ფეხბურთელი, რომელიც Super League-ზე მიიღებს მონაწილეობას, არც ერთ მათ ტურნირზე დაშვებულები არ იქნებიან და სავარაუდოდ იგივე გადაწყვეტილებას ევროპის წამყვანი შიდა ჩემპიონატებიც მიიღებენ.