Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA Super League-ს მონაწილეებისთვის სანქციებს განიხილავს…

UEFA სუპერ ლიგაში მონაწილე გუნდების წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს და ბევრ მათგანს სავარაუდოდ არანაირი სასჯელი არ შეხვდებათ.

ESPN-ის ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში ამ თემაზე UEFA-ში სერიოზული განხილვა მიმდინარეობდა და წყაროს ცნობით, არსენალიმა, ატლეტიკომ, ჩელსიმ, ლივერპულმა, სიტიმ, იუნაიტედმა, ტოტენჰემმა და ინტერმა UEFA-სთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და მათ არანაირი სანქცია არ შეეხებათ.

იუვენტუსი, მილანი, რეალი და ბარსელონა კი, რომლებიც სუპერ ლიგის ოფიციალურად დატოვებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, შესაძლოა სამაგალითოდ დაისაჯონ და გარკვეულ ფინანსურ ჯარიმებთან ერთად, შესაძლოა ოთხივე გუნდი უეფას ტურნირებიდან 2 წლით მოკვეთონ.

გათიშვა