უკანონო ბეთინგის საქმეზე ალესანდრო ფლორენცის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს…
იტალიის პროკურატურა უკანონო ბეთინგის საქმეზე ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა სიას მილანის უკანახაზელი ალესანდრო ფლორენცი შეუერთდა.
აღნიშნულ საქმეზე იუვენტუსის ნიკოლო ფაჯოლი და ნიუკასლის სანდრო ტონალი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით უკვე დაისაჯნენ, ნიკოლო ძანიოლოს კი ფეხბურთზე ფსონების განთავსება არ დაუდასტურდა, ამიტომ დისკვალიფიკაციას გადაურჩა.
Tuttosport-ის ცნობით, ფლორენცის უახლოეს პერიოდში ტურინის პროკურატურა გამოკითხავს და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენად სერიოზულად არის საქმე იტალიელ ფეხბურთელთან მიმართებაში.