Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვეა ინტერთან მატჩს გამოტოვებს

იუვენტუსის ვინგერის ტიმოთი ვეას თამაში ინტერის წინააღმდეგ გამოირიცხა.

ამერიკელ ფეხბურთელს გუნდთან ერთად ვარჯიში დღეს უნდა განეახლებინა, თუმცა გეგმიურმა შემოწმებამ ვეას ბარძაყის კუნთის გადაღლილობა დაუდასტურა, რის გამოც ის მინიმუმ 2 კვირას გამოტოვებს.

ვეას გარდა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის მანუელ ლოკატელის თამაში, რომელსაც ნეკნის მოტეხილობა აქვს და ტკივილის გამო ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს.