Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერზე გარკვეული სირთულეებია…

ნაპოლი სელტას ახალგაზრდა ტალანტის გაბრი ვეიგას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იტალიური წყაროების ინფორამციით, მოლაპარაკებებში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნა.

გუნდებმა ფეხბურთელის ტრანსფერი დეტალები შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც ნაპოლი ესპანელებს 30 მილიონს გადაუხდიდა, რასაც მომავალში კიდევ 6 მილიონი ევრო დაემატებოდა.

21 წლის ფეხბურთელს ნეაპოლში გუშინ ელოდებოდნენ, თუმცა ფაბრიციო რომანოს ცნობით, სელტამ შეთანხმების პირობები შეცვალა და უფრო მეტი თანხა მოითხოვა, რამაც ახალგაზრდა ტალანტის ნაპოლიში ტრანსფერი გაართულა…