Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერატი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ს იტალიელი ფეხბურთელი მარკო ვერატი შესაძლოა ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდეს.

30 წლის ფეხბურთელი პარიზულ გუნდში 2012 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ გუნდის მაისურით 411 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გუნდში არსებული არეულობისა და ქომაგების კრიტიკის გამო, მარკო გუნდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.

L’Equipe-ს ცნობით, პსჟ-ს დატოვების შემთხვევაში, 30 წლის ფეხბურთელის პრიორიტეტი იტალიაში დაბრუნება და სერია ა-ში თამაში იქნება. მარკო ბავშვობაში იუვენტუსის ქომაგი იყო, თუმცა ამ მომენტისთვის მის მიმართ არც იუვე და არც სხვა იტალიური გუნდები ინტერესს არ იჩენენ…