ვესტ ჰემი ორიგის ტრანსფერზე მუშაობს, რაც რომას სკამაკას გაფორმების საშუალებას მისცემს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ვესტ ჰემი მილანის ფორვარდის დივოკ ორიგის ტრანსფერზე მუშაობს.
ბელგიელი ფორვარდი როსონერის გეგმებში აღარ შედის და ის გუნდთან ერთად არც ამერიკულ ტურნეში იღებს მონაწილეობას, ამიტომ მისი წასვლა ლომბარდიული გრანდის რიგებიდან დროის საკითხია.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანი ორიგის სანაცვლოდ 9-10 მილიონ ევროს ითხოვს, ბელგიელის ინგლისში დაბრუნება კი რომას იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას გაფორმების საშუალებას მისცემს, რომლის ტრანსფერზე ჯალოროსი უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად მუშაობს.