ვიერი:“ ინტერი გამოკვეთილი ფავორიტია“
ბობო ვიერიმ მილანურ გრანდებს შორის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ინტერი ამ მატჩს საუკეთესო ფორმაში ხვდება. 3 მატჩი, 9 ქულა, 11 გატანილი გოლი, მილანი კი თავის მხრივ ბოლო პერიოდში უსახურად თამაშობს და კრემონეზესთან მარცხთან ახლოს იყო.
„ინტერი არის ფავორიტი, რადგან მათ საერთო ჯამში უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ, ხოლო თუ მილანი ლეაუს გარეშე იქნება, რომელიც გუნდის ნახევარია, როსონერის ძალიან გაუჭირდება. მისი არყოფნა გუნდს პოტენციალის 50 პროცენტს ართმევს.“