Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიტიელო:“ მილანი კონტეს გაფორმებას არ აპირებს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, იტალიურ მედიაში არსებული ინფორმაციის მიუხედავად, მილანი ანტონიო კონტეს გუნდში მიყვანას არ აპირებს.

„მილანი კონტეს არ გაიფორმებს, რადგან გუნდი მიიჩნევს, რომ ანტონიოს საფეხბურთო ხედვა და როსონერის დღევანდელი შემადგენლობა ერთმანეთს არ შეეფერება.

„ამის გარდა, მილანის ხელმძღვანელობას კონტეს ფეთქებადი ხასიათი არ მოსწონს.“