Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის აგენტმა კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის აგენტმა სერბი ფეხბურთელისთვის პოტენციური მსურველების ძებნა უვკე დაიწყო.

ვლაჰოვიჩს ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში თავისი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება არ მიეცა და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები უვკე რამდენიმე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს.

ნიკოლა ბალიჩეს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის აგენტი რამდენიმე ინგლისურ გუნდს, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალს შეხვდა. ტურინული გრანდი თავის მხრივ ვლაჰოვიჩის გაშვებას 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.