Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის გაფორმებას იანვარში არსენალიც ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერში ატლეტიკოს კონკურენციას არსენალი გაუწევს.

მეთოფეები სერბი ფორვარდის ტრანსფერზე გასულ ზაფხულსაც მუშაობდნენ და TuttoJuve-ს ცნობით, ინგლისელები ვლაჰოვიჩის გაფორმებას კიდევ ერთხელ იანვარში ეცდებიან.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ვლაჰოვიჩის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს გადაიხდის.