Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის ტურინული მომავალი ალეგრიზე იქნება დამოკიდებული

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის საკითხი მაქს ალეგრიზე იქნება დამოკიდებული.

წყაროს ცნობით, თუ ალეგრი იუვენტუსში დარჩა, ასეთ შემთხვევაში გუნდიდან სერბი ფორვარდის წასვლა გარდაუვალი იქნება, რადგან მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა.

თუმცა, თუ იუვენტუსმა ალეგრი გაუშვა და იგორ ტუდორი მიიყვანა, ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის შანსი საგრძნობლად გაიზრდება, რადგან ტუდორს დუშანთან მუშაობა სურს და მას თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს.