Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვოლფსბურგი გოსენსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იტალიური მედიის ცნობით, ვოლფსბურგსა და ინტერს შორის რობინ გოსენსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, გერმანელები 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ინტერს 12-13 მილიონს სთავაზობენ, ლომბარდიული გრანდი კი მინიმუმ 18 მილიონ ევროს იხდის და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

გოსენსის გაყიდვის შემთხვევაში, ინტერი მონცას უკანახაზელის კარლოს აუგუსტოს გაფორმებას გეგმავს, რომლის მიმართ ინტერესს იუვენტუსიც იჩენს.