ვოლფსბურგი გოსენსის ტრანსფერზე მუშაობს
გოსენსის ბერლინში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, გერმანელი უკანახაზელის გაფორმებას ვოლფსბურგი ცდილობს და ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანელები ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ცდილობენ, ლომბარდიული გრანდი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულს ახლავე ითხოვს.
გოსენსის ინტერიდან წასვლის შემთხვევაში, ნერაძური მონცას კარლოს აუგუსტოს გაფორმებას ეცდება.