ხანგრძლივი კონტრაქტი და გაუმჯობესებული პირობები კვარას…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლისთან კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
წყაროს ცნობით, კვარას წლიური გასამრჯელო 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.