Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძაკანიმ ლაციოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ლაციოს ფეხბურთელმა მატია ძაკანიმ გუნდთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

„მე ლაციოში დარჩენა მინდა და გუნდის ხელმძღვანელობამ ეს კარგად იცის. ბოლო პერიოდში ამ თემაზე შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა ეს ლოტიტოს სტილია, ის გარკვეულ საკითხებს გადადებს და შემდგომში უბრუნდება, მას მოლაპარაკებების თავისი ტემპი აქვს, ჩვენ არსად გვეჩქარება.

„ვფიქრობ, რომ ახლა ლაციოს პრიორიტეტი ფელიპე ანდერსონის კონტრაქტია, რაც სრულიად ნორმალურია, რადგან მისი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება.“