Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზალცბურგის ფორვარდის აგენტმა მილანის ინტერესი დაადასტურა

ზალცბურგის ფორვარდის ბენჟამინ შეშკოს აგენტმა მილანის მხრიდან არსებულ ინტერესზე ისაუბრა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ მილანთან მოლაპარაკებებს მართლაც ვაწარმებდით. ჩვენ შეხვედრა მალდინისთან გავმართეთ, თუმცა მაშინ შეშკოს მილანში გადასვლისთვის შესაბამისი დრო არ იყო.

„მისი მილანში შესაძლო გადასვლა მომავალში ? მილანი გამორჩეული გუნდია, ერთ-ერთი უდიდესი ისტორიითა და ტრადიციებით, ამიტომ ამის გამორიცხვა არ შეიძლება.“