Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლო უკანონო ბეთინგის საქმეზე დისკვალიფიკაციას გადაურჩა

იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლო ძანიოლო უკანონო ბეთინგის საქმეში დისკვალიფიკაციას არ მიიღებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიკოლო ფაჯოლისა და სანდრო ტონალისგან განსხვავებით, ძანიოლოს საფეხბურთო მატჩებზე ფსონების გაკეთება არ დაუდასტურდა.

წყაროს ინფორმაციით, ძანიოლო პოკერსა და ბლექჯეკს თამაშობდა, რის გამოც მას ფინანსური ჯარიმა დაეკისრება, თუმცა ნიკოლო დისკვალიფიკაციას გადაურჩა.