Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზიდანი, მოურინიო და სხვები – იტალიის დიდების დარბაზის ახალი წევრები…

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ Calcio Hall of Fame-ს ახალი წევრები დაასახელა.

იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზი 2011 წელს ჩამოყალიბდა, რომელშიც სერია ა-სა და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, მწვრთნელები, დირექტორები და მსაჯები შედიან და ყოველ წელს თითო კატეგორიას თითო ფეხბურთელი ემატება.

დიდების დარბაზში მყოფი იტალიის ნაკრების სიას ჯანფრანკო ძოლა შეუერთდა, რომელსაც აძურის მაისურით ბევრი მატჩის ჩატარების საშუალება არ მისცემია, თუცმა მან თავისი კლასის დამტკიცება მაინც მოახერხა.

სერია ა-ში უცხოელი ფეხბურთელების კატეგორიაში აღინშნული პატივი იუვენტუსის ყოფილ ნახევარმცველს ზინედინ ზიდანს ხვდა წილად, მწვრთნელების სიას კი ინტერის ყოფილი და რომას ამჟამინდელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შეუერთდა.

დიდების დარბაზში იტალიელი ვეტერანის ამპლუით შევიდა ინტერის ლეგენდა ალესანდრო ალტობელი, ქალების დიდების დარბაზში მოხვდა კრისტიანა ჯირელი, ასევე ინტერის ყოფილი დირექტორი ერნესტო პელეგრინი.

სპეციალური სამახსოვრო ჯილდო შეიქმნა სინიშა მიჰაილოვიჩისთვის, რომელმაც თითქმის მთელი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა სერია ა-ში გაატარა და 2022 წლის დეკემბერში ლეიკემიით გარდაიცვალა.

Gianni Brera-ს ჯილდო მიიღო მარიო სკონცერტიმ, ერთ-ერთმა გამორჩეულმა იტალიელმა ჟურნალისტმა, რომელიც გასულ თვეში გულის შეტევით გარდაიცვალა.