Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზირკზეეს ტრანსფერისთვის ბრძოლაში იუვენტუსი დაწინაურდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბოლონიას ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს ტრანსფერისთვის ბრძოლაში იუვენტუსი დაწინაურდა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტას იუვენტუსში მისვლა ნიდერლანდელი ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით უდიდეს გავლენას იქონიებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს იტალო-ბრაზილიელ მწვრთნელთან მუშაობის გაგრძელება უნდა და მისი გაფორმების წინააღმდეგი არც ბიანკონერი გახლავთ, თუმცა ამისთვის მათ პირველ რიგში მოიზე კინის გაყიდვა მოუწევთ.