Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზომერი ინტერს უახლოეს პერიოდში შეუერთდება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იან ზომერის ინტერში ტრანსფერი დაიხურა და მას გაოფიციალურებაღა აკლია.

წყაროს ცნობით, ინტერი ბაიერნის კარის დარაჯის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 6 მილიონ ევროს გადაიხდის.

34 წლის შვეიცარიელი ინტერთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 2.5 მილიონი ევრო იქნება.