Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აუარის პრიორიტეტი კარიერის მილანში გაგრძელებაა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლიონის ნახევარმცველს ჰუსემ აუარს კარიერის მილანში გაგრძელება უნდა.

24 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ლიონთან სეზონის ბოლოს იწურება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ის ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს, ამიტომ სეზონის ბოლოს მისი გაფორმება ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს სრულაიდ უფასოდ შეეძლება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, აუარის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა გამოიჩინა, მაგრამ თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი კარიერის მილანში გაგრძელებაა, რომელიც მისი გაფორმებით ზაფხულიდან მოყოლებული ინტერესდება.