Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაკკენის პრემიერ ლიგაში მსურველები მოუმრავლდნენ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, უესტონ მაკკენის გაფორმების სურვილი პრემიერ ლიგის არაერთმა გუნდმა გამოთქვა.

წყარო ცნობით, ამერიკელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი ბორნმუთმა, ასტონ ვილამ და ფულჰემმა დააფიქსირეს, მაგრამ თავად მაკკენის უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლა სურს და ჯერჯერობით აღნიშნულ გუნდებში ტრანსფერის წინააღმდეგია.

მაკკენის მიმართ ინტერესს იჩენს დორტმუნდიც, მაგრამ გერმანელები, ინგლისელებისგან განსხვავებით, მოთხოვნილი 30-35 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.