Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ილიჩიჩის მილანში ტრანსფერი დროის საკითხია…

იტალიური მედიის ინფორამციით, ატალანტას შემტევის იოსიპ ილიჩიჩის მილანში გადასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დროის საკითხია.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობას მისი გუნდში ხილვა უკვე დიდი ხანია სურს და მილანში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ილიჩიჩია, თუმცა მას ცოტა ხანი მოცდა მოუწევს.

წყაროს ცნობით, მილანს 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 4-5 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს, რაც ბერგამოელთა მოთხოვნილ თანხაზე 3 მილიონით ნაკლებია, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ლა დეას დათმობაზე წასვლა მოუწევს და მილანიც მოქმედებას სწორედ მაშინ გეგმავს.