Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა ერიქსენის შესახებ ისაუბრა და მისი გაყიდვა არ გამორიცხა

კრისტიან ერიქსენი ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც დანიელ ნახევარმცველს გული გაუჩერდა და მას კანქვეშა დეფიბრილატორის ჩადგმა დასჭირდა, მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს და არ არის გამორიცხული, რომ ინტერმა უახლოეს პერიოდში მისი გაყიდვა გადაწყვიტოს.

ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საბედნიეროდ მას განმეორებითი შეტევები არ ჰქონია, თუმცა მისთვის დეფიბრილატორის ამოღების ნებართვა არ მიუციათ და შესაძლოა ეს უახლოეს მომავალში არ მოხდეს, აღნიშნული მოწყობილობით კი იტალიაში თამაში აკრძალულია.

იტალიისგან განსხვავებით, აღნიშნული მოწყობილობით თამაში ნებადართულია არაერთ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ნიდერლანდებში და არ არის გამორიცხული, რომ 29 წლის ფეხბურთელი აიაქსის რიგებში დაბრუნდეს, სადაც ის ტოტენჰემში გადასვლამდე ასპარეზობდა.