Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ჩემპიონობამდე 13 ქულა აშორებს

ნერაძურიმ დარჩენილ ტურებში 13 ქულა უნდა მოიპოვოს, რომ ჩემპიონობა გაინაღდოს.

ანტონიო კონტეს გუნდმა კალიარისთან მატჩში მატეო დარმიანის გოლით იმარჯვა, ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა და სკუდეტოს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, რომელიც ინტერისთვის 2009-10 წლების სეზონის შემდეგ პირველი იქნება.

ინტერმა 30 ტურში 74 ქულა მოიპოვა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.47 ქულაა და კიდევ 13-ს მოპოვება ნერაძურის წესით არ უნდა გაუჭირდეს…