Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს დი მარიას კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსს ანხელ დი მარიას შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

არგენტინელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს სეზონის სტარტზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და იუვესთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსს ვეტერან არგენტინელთან ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება სურს და ტურინში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად დი მარია გახლავთ, თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს, თუ იუვემ ევროპული ტურნირების საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.