Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლოკატელის კონტრაქტის თაობაზე მუშაობს

იუვენტუსს მიმდინარე სეზონის ბოლოს სასუოლოდან მანუელ ლოკატელის გამოსყიდვა მოუწევს, რომელიც გუნდში იჯარის წესით ასპარეზობდა და ამას ტურინული გრანდი სიამოვნებით გააკეთებს.

იტალიელი ნახევარმცველი მაქს ალეგრის გუნდის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება და ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ ნეროვერდისთვის 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

TuttoJuve-ს ცნობით, იუვენტუსი ლოკატელისთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, რომლის მიხედვითაც ის გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხელფასის სახით კი წლიურად 3 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს.