Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალულუ:“ მილანის მაისურით თამაში დიდი პატივია“

მილანის ახალგაზრდა უკანახაზელმა პიერ კალულუმ Sofoot.com-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი საყვარელი პოზიცია ? ეს კარგი შეკითხვაა. სიმართლე რომ გითხრათ, გააჩნია, თუ რომელ გუნდში ვთამაშობ. მილანში ჩემი პრიორიტეტი მოედანზე ყოფნაა, რადგან როსონერი დიდებული გუნდია, რომლის მაისურით თამაში ნებისმიერ პოზიციაზე უდიდესი პატივი და სიამოვნებაა. ჩემი პოზიციის არჩევას მწვრთნელს ვანდობ და სანამ მე მოედანზე ვარ, საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს.

„ვფიქრობ, რომ უნივერსალობა ჩემი უპირატესობაა, რადგან დღევანდელი ფეხბურთი ძალიან მობილურია და თუ გსურს, რომ სტაბილურად თამაში მოახერხო, რამდენიმე პოზიციის დაფარვა უნდა შეგეძლოს.

„თუ პრეტენზია გაქვს ისეთ გუნდში ითამაშო, როგორიც მილანია, მაშინ შენ საჭიროების შესაბამისად ყველგან თამაში უნდა შეგეძლოს, ეს ძალიან მარტივია. მე მილანში დიდი ჩემპიონების გვერდით მიწევს თამაში, რომელთაგან ძალიან ბევრს ვსწავლობ და ეს ყველაფერი ჩემი პოტენციის გამოვლენაში მეხმარება.“