Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სტეფანო პიოლის შეცვლის ვარიანტები მილანისთვის სულ უფრო მცირდება…

მილანი ახალი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს და ლომბარდიული გრანდის სია სულ უფრო მცირდება.

ბარსელონას თავკაცმა ჩავიმ დაადასტურა, რომ ის მომდევნო სეზონში ბლაუგრანას რიგებში დარჩება, ცოტა ხნის წინ კი პორტუსთან კონტრაქტი სერჟიუ კონსეისაუმ გაახანგრძლივა და როსონერის ზაფხულში არც მისი გაფორმება გამოუვა.

MilanNews-ის ცნობით, ამ მომენტში მილანის ხელმძღვანელობა ხულიენ ლოპოტეგის, პაულო ფონსეკას, მარკ ვან ბომელისა და დომენიკო ტედესკოს კანდიდატურებს განიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.