Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზა:“ შვებულებაზე უარი ვთქვი, რადგან ახალი წლისთვის 100 პროცენტით მზად ვიყო“

იუვენტუსის იტალიელი ვინგერის ფედერიკო კიეზას თქმით, მან საშობაო შვებულებაზე წასვლა არ ისურვა და ინდივიდუალურად მუშაობას განაგრძობს, რომ 30 დეკემბერს გუნდთან ერთად განაახლოს ვარჯიში და 6 იანვარს ნაპოლის წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იყოს.

კიეზამ კუნთს ტრავმა 27 ნოემბერს მიიღო, რის გამოც მას 7 მატჩის გამოტოვება მოუწია.

„მე Continassa-ზე ვარჯიშს განვაგრძობ. გადავწყვიტე, შვებულებით არ მესარგებლა და ბაზაზე დავრჩენილიყავი, რადგან მსურს, რომ 2022 წელს 100 პროცენტით მზად შევხვდე.

„გუნდთან ერთად ვარჯიშს 30 დეკემბერს შევუდგები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შესანიშნავი 2022 წელი გველოდება, რადგან ბრძოლა და გამარჯვება, ეს იუვენტუსის მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილია.“