Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრემერი მანჩესტერში ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებს

მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ თავად ბრაზილიელი ჯერჯერობით წითელი ეშმაკების წინადადების მიღებას არ აპირებს.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ მცველს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, წითელი ეშმაკები კი ამ მომენტისთვის 53 ქულით პრემიერ ლიგის მე-6 პოზიციას იკავებენ და მე-4 ადგილზე მყოფ ასტონ ვილას 13 ქულით ჩამორჩებიან.

წყაროს ცნობით, ბრემერი იუვენტუსში თავს კომფორტულად გრძნობს და თუ ტურინელებმა მისი გაყიდვა თავად არ მოისურვეს, ის ბიანკონერის რიგებში დარჩენის წინააღმდეგი არ არის.