Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის გეგმებს კასტილეხო ბლოკავს…

მილანი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის წინ შემადგენლობის გაძლირებას ცდილობს. გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი შეტევის მარჯვენა ფლანგი და კონკრეტულად სამუ კასტილეხო იყო, რომლის შეცვლაზე გუნდი უკვე მუშაობს, თუმცა იქამდე ესპანელი ფეხბურთელის გაყიდვაა საჭირო.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანს კასტილეხოს ტრანსფერზე ესპანიოლმა, ვალენსიამ, სელტა ვეგომ და ხეტაფემ მიმართეს, მაგრამ მილანის მოთხოვნილი 7 მილიონი ევროს გადახდას ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ გეგმავს.

წყაროს ცნობით, თუ მილანი 26 წლის ესპანელი ფეხბურთელის გაშვებას ვერ მოახერხებს, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, გუნდი მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას ვერ მოახერხებს.