Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კესის კიდევ ერთი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, მილანის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ფრანკ კესის შენარჩუნებას მოახერხებს და კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს კიდევ ერთი კონტრაქტი შესთავაზა.

წყაროს ცნობით, როსონერი მზად არის მას წლიური გასამრჯელო 2.5 მილიონიდან 6.5 მილიონამდე გაუზარდოს, თუმცა მილანმა ამ წინადადებაზეც უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, კესის 8.5-9 მილიონის მიღება სურს, ამ თანხას კი მილანი არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის და რაც დრო გადის შანსი იმისა, რომ ფრანკი როსონერის რიგებს დატოვებს, უფრო იზრდება…