Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-მ შკრინიარის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ ინტერთან მილან შკრინიარის თაობაზე მოლაპარაკებები განახლა და იტალიელებს ახალ წინადადებას უმზადებს.

სლოვაკ ფეხბურთელს პარიზულ გუნდს კვირეების განმავლობაში უკავშრებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათმა ინტერესმა იკლო, რადგან მხარეები სატრანსფერო ფასის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

წყაროს ცნობით, პსჟ შკრინიარის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება და არ არის გამორიცხული, რომ მათ ნერაძურის მოთხოვნილი 70 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადონ.