Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი შკრინიარით ინტერესდება

25 წლის მცველი,რომელიც ინტერს 2017 წელს შეუერთდა,გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და ნერაძური მის დათმობას იოლად არ აპირებს.

მადრიდის რეალი სერხიო რამოსის შემცვლელის ძიებაშია და მილან შკრინიარი ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,ინტერს სლოვაკი ვარსკვლავის გასხვისების სურვილი არ აქვს,თუმცა მზად არის 70 მილიონიანი წინადადება განიხილოს.

შკრინიარი მადრიდისთვის ნამდვილად არაჩვეულებრივი შენაძენი იქნებოდა,თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო,რამდენად შეეძლება სამეფო კლუბს დიდი თანხების დახარჯვა,ამას მალე გავიგებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *