Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დაცვის ხაზში ცვლილებებს არ აპირებს

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი მიმდინარე სეზონში დაცვის ხაზით კმაყოფილია და ზაფხულში ამ პოზიციაზე არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლომბარდიული გრანდი ზაფხულში ყველა მცველს, მათ შორის ფრანჩესკო აჩერბის შეინარჩუნებს.

წყაროს ინფორმაციით, ნერაძურის პრიორიტეტი ზაფხულში ცენტრ-ფორვარდის გაფორმება იქნება. მათი პრიორიტეტი ჯოშუა ზირკზეე გახლავთ, ალტერნატივა კი ჯენოას ალბერტ გუდმუნდსონი.