Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ სტეფანო პიოლი დიდებულად მუშაობს, მაგრამ მილანი ჯერ მზად არ არის…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიკო საკიმ მილანის და სტეფანო პიოლის შესახებ ისაუბრა.

„მილანის მთავარი ძალა მატჩისადმი კოლექტიური მიდგომაა. გუნდი ერთიანად უტევს, თამაშობს პრესინგს და აქვს გამბედაობა, რაც მწვრთნელის შესანიშნავი მუშაობის დამსახურებაა.

„პიოლიმ პროექტის ცენტრში არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი, არამედ გუნდური თამაში ჩადო, რაც ამართლებს კიდეც.

„როსონერიმ კალიარისთან დონარუმას, ჩალჰანოღლუს, კესის და ბენასერის გარეშე დომინანტი ფეხბურთი აჩვენა, გუნდს აქვს იდენტობა და იცის, თუ რას აკეთებს, მაგრამ ისინი ჯერ ტიტულებისთვის საბრძოლველად მზად არ არიან, მათ გამოცდილება და შესაძლოა შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერება აკლიათ.“