Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი იუვენტუსთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს

La Stampa-ს მტკიცებით, მაურიციო სარი იუვენტუსთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.

ბიანკონერიმ სარი სეზონის ბოლოს გაათავისუფლა და იუვენტუსს 61 წლის სპეციალისტისთვის ხელფასის გადახდა კიდევ 2 წელი მოუწევს.

სარი იუვენტუსში ერთ სეზონში 5.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე კონტრაქტზე უარს არ იტყვის.

იგივე სიტუაციაა სამი ხედირასა და გონსალო იგუაინის კონტრაქტებთან დაკავშირებით. მაღალი ხელფასის გამო, ფეხბურთელები გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტაზე უარს ამბობენ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *