Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სეზარი:“ ნაპოლის დამარცხება ინტერს ჩემპიონთა ლიგაზეც გამოადგება“

ინტერის ლეგენდარულმა კიპერმა ჟულიო სეზარმა შახტართან მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„მე სექტემბერში სან სიროზე ვიყავი და რეალთან მატჩს დავესწარი. გუნდს, რომელიც ესპანელებს ამდენ პრობლემას შეუქმნის და შეხვედრის უდიდეს ნაწილში დომინანტი იქნება, შახტარის არ უნდა ეშინოდეს.

„სერია ა-ში ნაპოლისთან მოპოვებული გამარჯვება სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით უმნიშნელოვანესი იყო, თუმცა ამის გარდა ცხრილის ლიდერების სეზონში პირველად დამარცხება ნერაძურის მენტალურ მუხტს მისცემს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გამოადგება.

„ინტერი პლეი-ოფში უკვე დიდი ხანია არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ ამ ცუდ სერიას წერტილი დღევანდელი მატჩის შემდეგ დაესმევა.“