Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სინგო მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნეა

იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

SportItalia-ს ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, იუვენტუსი ტორინოს მარჯვენა მცველის უილფრედ სინგოს ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტოროსთან 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მას სეზონის ბოლოს გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი, ამიტომ გრანატას მისი გაყიდვა მოუწევს, ერთ-ერთი მსურველი კი სწორედ იუვენტუსი იქნება.