Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური წყაროების ინფორმაციით, რეალი იუვენტუსის იტალიელი ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდება.

გამოცემა TodoFichajes-ის ცნობით, ლოკატელის ხილვა ბლანკოსის რიგებში პირადად კარლო ანჩელოტის სურს და რეალი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობის წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ჯერჯერობით ლოკატელის გასხვისებას არ აპირებს, მაგრამ გუნდში არსებული რთული ფინანსური გარემოს ფონზე, ზაფხულში შესაძლოა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს…