Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალის მილანში ტრანსფერის დეტალები ცნობილია

მილანმა ბრეშასთან სანდრო ტონალის ტრანსფერი შეათანხმა და უახლოეს დღეებში ახალგაზრდა ტალანტი როსონერის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.

მილანმა, რომელმაც გასულ სეზონში მისი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონი უკვე გადაიხადა, საწადელს მიაღწია და ბრეშასგან საკმაოდ მსუყე ფასდაკლება მიიღო. თუ კონტრაქტის მიხედვით მათ ტონალის გამოსყიდვა ბონუსების ჩათვლით 25 მილიონის სანაცვლოდ შეეძ₾ოთ, ახალი შეთანხმების თანახმად ეს თანხა 15 მილიონამდე შემცირდება.

ფულსი გარდა, მილანს ბრეშაში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯაკომო ოლცერის და ლორენცო კოლომბოს გაშვება მოუწევს, თუმცა თუ ოლცერის ტრანსფერი პერნამენტულია, კოლომბო ბრეშას 2-წლიანი იჯარით შეუერთდება და შემდგომში მილანის რიგებს დაუბრუნდება.