Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლოს უიღბლობა გრძელდება, ფეხბურთელს კორონა ვირუსი აქვს…

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლო ძანიოლოს კორონა ვირუსი ჰქონდა და ეს სიახლე თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამის მეშვეობით დაადასტურა.

„სამწუხაროდ ბოლოს გაკეთებული ტესტების პასუხი კორონა ვირუსზე დადებითი იყო. თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი სიმპტომი არ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა იზოლაციაში ვარ და ამ ეტაპზე ვარჯიშს ვერ ვახერხებ.

„იმედი მაქვს, რომ ტრიგორიას ბაზაზე უმოკლეს დროში დავბრუნდები და ვარჯიშს განვაახლებ, იქამდე კი ჩემს გუნდს სახლიდან ვუგულშემატკივრებ.“