Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო რომას ზაფხულში დატოვებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ედინ ჯეკოს რომადან წასვლა ზაფხულში გადაწყვეტილია.

გამოცემიტ მტკიცებით, ჯალოროსის ინტერესიდან გამომდინარე პაულო ფონსეკამ და ედინ ჯეკომ ერთად მუშაობაზე თანხმობა განაცხადეს, თუმცა სეზონის ბოლოს ბოსნიელს გუნდის დატოვება მოუწევს.

ჯეკომ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლა და დიდი ალბათობით იუვენტუსის წინააღმდეგ განაცხადშიც იქნება, მაგრამ არა მოედანზე, არამედ სათადარიგოთა სკამზე.

ამის გარდა, წყაროს ინფორმაციით 34 წლის ფეხბურთელი კაპიტნის სამკლაურსაც დაკარგავს.