Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმი:“ ინტერში დიდი ხნით დარჩენას ვაპირებ“

ინტერის ვარსკვლავმა აშრაფ ჰაკიმიმ Repubblica-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან კარგ სეზონს ვატარებთ. პროცესში გუნდის თითოეული წევრი, მათ შორის მე ძალიან განვითარდით.

„ასევე გუნდში მოხდა ისეთი რაღაცეები, რამაც მოტივაცია შეგვმატა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ სერია ა-ზე კონცენტრაციის გაკეთების საშუალება მოგვცა, ჩვენ გასული სეზონიდან მოყოლებული თითოეული მარცხიდან საჭირო გაკვეთილს ვიღებდით და შედეგსაც ნათლად ვხედავთ.

„ჩვენ სკუდეტოზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, რადგან ვიცით, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავს და ტიტულისთვის ბრძოლა ბოლომდე მოგვიწევს.“

კალიარის წინააღმდეგ დარმიანის გატანილი გოლის შემდეგ, ანტონიო კონტემ ჰაკიმის შუბლზე აკოცა, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ეს ნამდვილად კარგი სანახავი იყო. მწვრთნელი ყოველთვის ჩვენს გვერდით არის, ის ჩვენთვის დიდი ძმასავითაა, რომელიც თავის გამოცდილებას გვიზიარებს და საჭირო რჩევებს გვაძლევს. ის გვაძლევს საშუალებას, რომ ფეხბურთის თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.

„მე რეალში, 4 მცველიან სქემას მივეჩვიე, მაგრამ ინტერში 3-5-2 ტაქტიკაში მეტი თავისუფლება მაქვს და შეტევაში ჩართვის შესაძლებლობა უფრო ხშირად მეძლევა. ჩვენი მთავარი ძალა გუნდურობაა და როდესაც ამდენი პროფესიონალი ერთი მიზნისთვის იბრძვის, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.“

ჰაკიმის აგენტის თქმით, მისი გაფორმება ინტერის გარდა უამრავ გუნდს სურდა.

„ინტერი თავიდანვე პრიორიტეტი იყო, რადგან მე ნერაძურის პროექტმა მომხიბლა. ვამაყობ, რომ გუნდის ახალი ლოგოს ერთ-ერთი წარმდგენი გავხდი და ინტერის ისტორიაში შევედი. მე ის ძალიან მომწონს, ახალი ლოგო იმ ძლიერი მომავლის სიმბოლო უნდა გახდეს, რომელსაც ჩვენ ერთად ვაშენებთ და იმედი მაქვს, რომ ნერაძურის რიგებში დიდი ხნით დავრჩები.“

იტალიურ მედიაში ინტერი არც თუ ისე სანახაობრივი თამაშის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

„ეს ფეხბურთია და არა ფილმი. ფეხბურთში ყველაზე მნიშნელოვანი გატანილი და გაშვებული გოლები, მატჩების და ტურნირების მოგებაა და არა ის, თუ რამდენ პასს გააკეთებ ერთ თამაშში.“